ჩვენ შესახებ

„საქართველოს ზრუნვის პლატფორმა“ არის ჯანდაცვის სექტორში მოქმედი 40-ზე მეტი ორგანიზაციის მიერ შექმნილი 3 კოალიციის გაერთიანება.

პლატფორმის დამფუძნებლები არიან:

  1. ზიანის შემცირების საქართველოს ქსელი;
  2. კოალიცია შინმოვლა საქართველოში
  3. საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის კოალიცია.

პლატფორმის მისიაა საქართველოში ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული ინტეგრირებული ზრუნვის განვითარების ხელშეწყობა.

პლატფორმა დაფუძნდა 2013 წელს, ქართული ჯანდაცვის ძირითადი გამოწვევების საპასუხოდ. განხორციელებული პროექტების ფარგლებში შეიმუშავა საქართველოში ზრუნვის სისტემის განვითარების კონცეფცია, მოახდინა საქართველოს ზრუნვის სისტემის შეფასება, ასევე, შეფასება მუნიციპალიტეტების დონეზე, ჩაატარა ადვოკატირების ღონისძიებები, მონაწილეობა მიიღო ჯანდაცვის პოლიტიკის ფორმირებასა და ცვლილებაში, კანონშემოქმედებით საქმიანობაში, შეიმუშავა სახელმძღვანელოები და სასწავლო პროგრამები.

პლატფორმის მისია მოიცავს სამ ძირითად თემას:

  1. ბიოფსიქოსოციალური (ჰოლისტური) მიდგომა – ბიოსამედიცინო მიდგომის საპირისპიროდ, ჯანმრთელობას და ავადობას განიხილავს ბიოლოგიური, ფსიქოლოგიური და სოციალური ფაქტორების ერთობლიობაში;
  2. ინტეგრირებული ზრუნვა – ჯანდაცვის მომსახურებების ფრაგმენტირებული მიწოდების საპირისპიროდ, გულისხმობს საჭირო მომსახურებების დროულ, უწყვეტ და კოორდინირებულ მიწოდებას (ეს არის თანამედროვე ჯანდაცვის სისტემების რეფორმების ძირითადი ტენდენცია);
  3. ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული მიდგომა – გულისხმობს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ადამიანის უფლებების რეალიზებას.

პლატფორმა ღიაა სექტორში მოქმედი ნებისმიერი კოალიციისა თუ პროფესიული ასოციაციისთვის, რომელიც იზიარებს ჩვენს ღირებულებებს.