„ჯანმრთელობა არის სრული ფიზიკური, ფსიქიკური და სოციალური კეთილდღეობა…“
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსტიტუცია, 1946 წ.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსტიტუცია, 1946 წ.
ჯანდაცვის სექტორში მოქმედ თითოეულ ორგანიზაციას საკუთარი პრობლემები და მათი გადაჭრის ხედვა აქვს. ცალკეულ სფეროში მოქმედი ორგანიზაციები ერთიანდებიან საერთო პრობლემების ირგვლივ და ქმნიან თემატურ კოალიციებს.
შემდეგ, ეს კოალიციები, იაზრებენ რა დარგის ზოგად პრობლემებს, ქმნიან „საქართველოს ზრუნვის პლატფორმას“, რომელიც საერთო ძალისხმევით ცდილობს საქართველოში უკეთესი ჯანდაცვის სისტემის ჩამოყალიბების ხელშეწყობას.
უკეთესი ჯანდაცვა საქართველოს მოსახლეობისათვის – ეს რეალურია, მოკლე ხანში და დამატებითი რესურსების გარეშე.